Friday, May 6, 2016

რეფლექსია

2016 წლის  თებერვალში   გავიარე  ინფორმავიულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  საბაზო  კურსი  პედაგოგებისათვის,  რომლის  მიმდინარეობის  პერიოდშიც  ვისწავლე  ტექსტურ  რედაქტორში  მუშაობა,   ინტერნეტში  ინფორმაციის  მოძიება  და  მისი  გამოყენება,   ელექტრონული  ცხრილების   შექმნა  და  გამოყენება,  მუშაობა  მასზე.   შევქმენი   ელექტრონული  ფოსტა  და  ავითვისე   ფოსტაში  მუშაობა;   მასალის   მიღება  და  ჩემ  მიერ  შექმნილი  მასალების  გადაგზავნა,   საქაღალდეების   შექმნა და  მასში  დოკუმენტების   შენახვა.
     ამავე   წლის   აპრილ-  მაისში  გავიარე   ისტ-ის  სასწ.   პროცესის  გამოყენების   ტრენინგ-კურსი   რომლის  მიმდინარეობის  პერიოდშიც     დავეუფლე  სამფაზიანი    გაკვეთილის  დაგეგმვას,  შევქმენი  შეფასების  რუბრიკა  გავამზადე  პრეზენტაცია,    შევისწავლე   სასწავლო  პროექტის  დაგეგმვა,  ორგანიზება,  შევისწავლე    საპრეზენტაციო   სლაიდ  შოუს  შექმნა    საძიებო   სისტემების   გამოყენებით,  შევქმენი   ელექტრონული   პორტფოლიო   ბლოგის  სახით.
   ჩემს  მიერ  მოსმენილი   ტრენინგ-კურსების  მიზანი  იყო   პედაგოგის  განვითარების  დონის  ამაღლება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების   ათვისებისა  და  გამოყენების   გზით,  რაც  თავის  მხრივ  ხელს  შეუწყობს  ისტ-ის  ჩართვას  სასწავლო    საგაკვეთილო   პროცესებში,   ესგ-სა  სა სწ ავლო  სტანდარტებთან   შესაბამისობაში,