2016 წლის თებერვალში გავიარე ინფორმავიულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი პედაგოგებისათვის, რომლის მიმდინარეობის პერიოდშიც ვისწავლე ტექსტურ რედაქტორში მუშაობა, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება, ელექტრონული ცხრილების შექმნა და გამოყენება, მუშაობა მასზე. შევქმენი ელექტრონული ფოსტა და ავითვისე ფოსტაში მუშაობა; მასალის მიღება და ჩემ მიერ შექმნილი მასალების გადაგზავნა, საქაღალდეების შექმნა და მასში დოკუმენტების შენახვა.
ამავე წლის აპრილ- მაისში გავიარე ისტ-ის სასწ. პროცესის გამოყენების ტრენინგ-კურსი რომლის მიმდინარეობის პერიოდშიც დავეუფლე სამფაზიანი გაკვეთილის დაგეგმვას, შევქმენი შეფასების რუბრიკა გავამზადე პრეზენტაცია, შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება, შევისწავლე საპრეზენტაციო სლაიდ შოუს შექმნა საძიებო სისტემების გამოყენებით, შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო ბლოგის სახით.
ჩემს მიერ მოსმენილი ტრენინგ-კურსების მიზანი იყო პედაგოგის განვითარების დონის ამაღლება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების გზით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ისტ-ის ჩართვას სასწავლო საგაკვეთილო პროცესებში, ესგ-სა სა სწ ავლო სტანდარტებთან შესაბამისობაში,
ლოლა ტაბატაძე
მასწავლებლის პორტფოლიო
Friday, May 6, 2016
Thursday, April 21, 2016
პროექტი "როგორ გამოვიყენოთ სინთეზური სარეცხი საშუალებები?.
- პროექტის სახელწოდება;როგორ გამოვიყენოთ სინთეზური სარეცხი საშუალებები?
- პროექტის მთავარი იდეა( თემა) 1-2 წინადადებით; მოსწავლეები იკვლევენ სარეცხი საშუალებების ქიმ. ბუნებას და ცდების საშუალებით შეამოწმებენ მას.
- პროექტის აქტუალობა;სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენების დროს აქტუალურია იმის ცოდნა რომელი სარეცხი საშუალება რა შემთხვევაში გამოიყენება და რა შეიძლება მოყვეს მათ გაუცნობიერებელ გამოყენებას
- პროექტის მიზნები;პროექტის ფარგლებში მათ უვითარდებათ ანალიზისა და დაკვირვების უნარები, განასხვავებენ თითოეული მათგანის საჭიროების მიხედვით გამოყენების შემთხვევებს.
- მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
- ვადები ხანგრძლივობა: ორი კვირა
- მოსალოდნელი შედეგები|პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოიკვეთება რომელი სარეცხი საშუალება გამოიყენება სინთეზური და ბუნებრივი ქსოვილების გასარეცხად.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სინთეზური სარეცხი საშუალებები, თაბახები, ქიმ. ლაბორატორია, ქიმ. ჭურჭელი, რეაქტივები, ვიდეო კამერა კომპიუტერი
- პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები); მოსწავლეები მოიძიებენ გაყიდვაში არსებული და მათ ოჯახებში გამოყენებული სარეცხი საშუალებებს და შექმნიან ჩამონათვალს. მოცემულ ნივთიერებებზე მოიძიებენ სათანადო ლიტერატურას, გამოიკვლევენ მათ ქიმიურ ბუნებას და დააზუსტებენ ცდების საშუალებით , გადაიღებენ ვიდეოს და განათავსებენ ინერნეტში. თემის პრეზენტაცია.
- საგნებთან|საგნობრივჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :ქიმია, ბიოლოგია ქიმ.XI.5.მოსწავლეს შეუძლია
ორგანული ნაერთების დახასიათება, მათი
მნიშვნელობის შესახებ
მსჯელობა. Xl.3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)ლოლა ტაბატაძე
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტაtabatadzelola@gmail com.
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ttabatadzelola.blogspot.com/
Saturday, April 16, 2016
Thursday, April 7, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)